logo
ENG



წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს დაასუბსიდირებს

28 მაი 202014:27
3 წუთის საკითხავი
 
jtrnr2e7qy7mw69.png

წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერების მხადამჭერი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა. 

როგორც გახარიამ განმარტა, ეს გადაწყვეტილება სამშენებლო ბაზარზე დიდ მოთხოვნას შექმნის. 

"საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის პროცენტს, ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, ხუთი წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა